Monday, April 25, 2016

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა;
შევქმენით ფასილიტაციის რესურსები;
კიდევ ერთხელ გადავხედეთ პორტფოლიოს, შევასწორე და დავამატე თუ რამე მსურდა კიდევ დამატებით და საქაღალდე ავტვირთე დრაივში, მივანიჭე მას მისამართი და გადავიტანე ჩემს ბლოგზე.

Sunday, April 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
განვიხილეთ  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი და ბლუმის ტაქსონომია მოსწავლეთა საჭიროებების გასათვალისწინებლად.
კიდევ ერთხელ ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და მივეცი საბოლოო სახე.

Saturday, April 23, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო:

  • გავიმეორეთ წინა დღის მონახაზი
  • დავამზადე მოსწავლის პრეზენტაცია
  • გადავხედე პროექტის გეგმებს
  • გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე იყო შესანიშნავი!


  • გავერკვიე , თუ როგორ დავიცვა საავტორო უფლებები
  • როგორ დავტოვო კომენტარები ბლოგზე
  • როგორ შევქმნა ბლოგი და ვიმუშავო მასზე
  • როგორ შევქმნა მოსწავლის ბლოგი

Saturday, April 16, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე


დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი ჩემთვის:

  • გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს.
  • გავეცანი დროში გაწერილ შეფასების გეგმას.
  • ვისწავლე, თუ როგორ განვახორციელო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
  • ვისწავლე, თუ როგორ ჩავსვა ბლოგში ფოტო-სურათი.



Sunday, April 10, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალზედ საინტერესო:

  • ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.
  • გავიგე, თუ რა პუნქტებს უნდა მოიცავდეს პროექტი.
  • გავიგე, თუ როგორ გამოვიყენო სტანდარტი, მიზანი და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები პროექტზე მუშაობისას.
  • ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ პროექტის შემუშავებისას მიზნის წერისას ძალიან კარგი იქნება, გარდა საგნის სტანდარტისა, თუ გამოვიყენებ ე.წ. ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს და 21-ე საუკუნის სიტყვებს.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით!

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეორე დღე


  • დღეისათვის მიმოვიხილეთ შესასრულებელი პროექტების თემა-სათაურები.
  • გავეცანით ბუკლეტის დამზადების წესებს და დავამზადეთ ისინი. ეს მართლაც სიახლე იყო ჩემთვის, რადგან აქამდე არ მქონია ბუკლეტის დამზადების გამოცდილება პრაქტიკაში.

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის პირველი დღე

დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი!

  • გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, ზოგადად.
  • ვისაუბრეთ პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე.
  • გავეცანი დამხმარე რესურსებს.
  • შევქმენი ბლოგი.
  • ჩემთვის საყურადღებო იყო იმის გაგება, რომ პროექტზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იგი  აუცილებლად უნდა პასუხობდეს საგნის რომელიმე სტანდარტს და რომ მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ 21-ე საუკუნის უნარები.
გმადლობთ!